დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯეიმს ბეიკერი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უკანასკნელ თვეებში არასწორი მიმართულებით განვითარდა
ავტორი:
2014/ივლისი/13 12:30:02
მიმაჩნია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უკანასკნელ თვეებში არასწორი მიმართულებით განვითარდა, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორივე ქვეყანას აქვს დიდი ინტერესი, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა.
"სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს შორის უკანასკნელ თვეებში მნიშვნელოვნად არასწორი მიმართულებით განვითარდა. მეორე მხრივ, ორივე ქვეყანას აქვს დიდი ინტერესი, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები, რომელიც იქნება საუკეთესო შესაძლებლობა და ეს ურთიერთობები უნდა იყოს რუსეთსა და აშშ-ს შორის. ვინაიდან არის მრავალი საკითხი, რომელშიც ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობს და უნდა ითანამშრომლოს, მათ შორის არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ირანის ბირთვული ამბიციები და ვითარება ახლო აღმოსავლეთში", - განაცხადა ბეიკერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია