დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - ჩვენ კიდევ ერთი ევროპული სტანდარტის არჩევნები ჩავატარეთ
ავტორი:
2014/ივლისი/13 10:00:02
ჩვენ ჩავატარეთ კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების არჩევნები და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი გახდა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა "ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად იყო ისტორიული.
"ეს იყო ისტორიული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ყველას წარმატება. ჩვენ ჩავატარეთ კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების თავისუფალი არჩევნები და ამით ქვეყანა გახდა კიდევ უფრო ძლიერი და დაუახლოვდა ჩვენს მთავარ ამოცანას, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს არჩევნები სწორედ ამ კუთხით არის ისტორიული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა შეიარაღებულ ძალებში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში შტაბი არ გახსნილა და ყველა ჯარისკაცს ჰქონდა საშუალება რეგისტრაციის ადგილზე მიეცა ხმა.
"ყველას, ვისაც მეორე ტურში მოუწია მონაწილეობა, ჩვენი გადაწყვეტილებით, ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა რეგისტრაციის ადგილას, შესაბამისად შეიარაღებულ ძალებში ყველა ამომრჩევლის უფლება იყო დაცული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ გუშინდელი არჩევნები დიდი გამარჯვებით დასრულდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია