დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ახალგაზრდა ადვოკატები" – გამოკითხულთა 52% დავით ნარმანიას, 28% კი ნიკა მელიას ირჩევს
ავტორი:
2014/ივლისი/12 20:30:02
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.
ორგანიზაციის ცნობით, დედაქალაქის 10 ოლქის 50 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა შერჩევითი პრინიციპის გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა 52.6%-მა გამოკითვხის დროს მიუთითა, რომ დავით ნარმანიას კანდიდატირას მისცა ხმა, ხოლო 29.7%-მა მიუთითა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას დაუჭირა მხარი.
ორგანიზაციამ მთლიანობაში, 1 000 ამომრჩეველი გამოკითხა. მათ შორის, დასმულ კითხვაზე: "თბილისის მერობის რომელი კანდიდატის მიმართ გამოხატეთ მხარდაჭრა?", თავი შეიკავა 17.7%-მა.
ამასთან, "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ 200 საარჩევნო უბანზე განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, თბილისში, 19:00 საათის მონაცემით, არჩევნებზე აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა 34.7% გამოცხადდა.
ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური, თბილისში არსებითი კანონდარღვევის გარეშე ჩატარდა. სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის დარღვევებს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე გავლენა არ მოუხდენია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია