დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძეს ბიზნესორგანიზაციების სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით კითხვები აქვს
ავტორი:
2014/ივლისი/11 16:30:02
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძეს ბიზნესორგანიზაციების სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით , სადაც არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს რამდენმე კერძო კომანია ფასდაკლებებს სთავაზობს, კითხვები აქვს.
როგორც კახა კოჟორიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული სარეკლამო რგოლი კანონდარღვევა არ არის. მისივე განმარტებით, ბიზნესორგანიზაციებს მსგავსი სურვილი თავიანთი ნებით არ უჩნდებათ.
"ანონმდებლობის დარღვევა აქ არ არის. რომ ყოფილიყო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჟერი ან საწინააღმდეგო აქცია, მაშინ ვისაუბრობდით სხვა კუთხით, მაგრამ რადგან ეს რეკლამა ამომრჩევლის აქტივობას ისახავს მიზნად, რაღაც დარღვევაზე საუბარი რთულია, თუმცა გარკვეული კითხვები როგორც ბევრს, ასევე ჩვენც გვიჩნდება. ამ კითხვებს აჩენს ძირითადად ის, რომ რატომ გაუჩნდათ ბიზნეს ორგანიზაციებს ამის სურვილი. როგორც წესი, ასეთი ტიპის კამპანიების წარმოების სურვილი ორგანიზებულად, თავიანთი ნებით არ უჩნდებათ ხოლმე.
კახა კოჟორიძე სარეკლამო რგოლში გამოყენებულ ფერებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ესეც კითხვის ნიშნების ბადებს, ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს ლურჯი ფერი.
"გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცოტა გაურკვეველი ინფორმაცია გავრცელდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს იდეა. ჯერ ითქვა, რომ თითქოს ცესკო-დან მოდიოდა ეს იდეა, ცესკო-მ უარყო. ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა ამ მხრივ. თვითონ რეკლამის ფონი, მწვანე და ლურჯ ფერში აქცენტი, ესეც კითხვის ნიშნების აღმძვრელია, ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს ეს ლურჯი ფონი", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საია მეტი ინფორმაციის მოპოვებას ეცდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია