დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იური ვაზაგაშვილმა და ამირან რობაქიძემ რუსთაველებს ,,ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს
ავტორი:
2014/ივლისი/10 21:00:02
რუსთავში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" და "თანადგომის" წარმომადგენლები სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
იური ვაზაგაშვილმა და ამირან რობაქიძემ ბრიფინგი დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს და რუსთაველებს არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
"რუსთავი საქართველოში ერთადერთი ქალაქია, სადაც მოსახლეობას უღალატეს მერობის იმ კანდიდატებმა, რომელთაც არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, წავიდნენ და "ნაცმოძრაობის" კანდიდატს დაუდგნენ გვერდზე. ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა. როცა განაწყენებულია ადამიანი, არ შეიძლება წავიდეს და მტრის გვერდზე დადგეს. შემირცხვენია მასეთი ადამიანები, ეს არის რუსთაველებისა და მთელი საქართველოს შეურაცხყოფა. მეც ვარ სერიოზულად განაწყენებული "ქართულ ოცნებაზე", მაგრამ ნურას უკაცრავად, დღეს ქვეყანას სჭირდება, რომ სადაც ნაცმოძრაობისა და ოცნების კანდიდატებია, იქ ოცნებას ვუჭერთ მხარს, ხოლო სხვაგან, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებია, მათ ვუჭერთ მხარს. ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ მსგავსი მოწოდება და ამავეს მოუწოდებთ რუსთაველებს", - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.
ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლეს" ხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა მერობის იმ კანდიდატებსაც მიმართა, რომლებმაც რამოდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მამუკა ჩიქოვანს გამოუცხადეს მხარდაჭერა და მათ ამ პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია