დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველი თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს მიესალმება
ავტორი:
2014/ივლისი/10 18:30:04
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში საკონსტიტუციო და იურიდიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მიერ მომზადებულ დასკვნითი რეკომენდაციების გამოქვეყნებას მიესალმება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, რეკომენდაციები შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც სახალხო დამცველის შეფასებით ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა.
მათივე ინფორმაციით, რეკომენდაციები შეეხება ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განუხრელ შესრულებას და მონიტორინგს, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდას, ინდივიდუალურ მოსამართლეთა როლის გაძლიერებას, სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პროკურატურის სისტემაში პროფესიონალიზმის გაზრდას, საჩივრების განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის შექმნას, წინა წლებში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებას, მათ შორის, დაზარალებულთა კომპენსაციას, ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანიის წამოწყებას, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერებას, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის ინსპექციის შექმნას და სხვა.
მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული საკითხები შესულია საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში და სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებისადმი არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
სახალხო დამცველის განმარტებით, ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის მოღვაწეობა საქართველოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მისი ანგარიში საქართველო გარდამავალ პერიოდში, ისევე როგორც დასკვნითი რეკომენდაციები უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსათვის სახელმძღვანელო დოკუმენტი.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამ დოკუმენტებში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულება იქნება საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი საკითხი დღის წესრიგში, რაც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებას ქვეყანაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია