დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - დღეს და ხვალ არ ვაპირებ რაიმე სახის დებატებში მონაწილეობას
ავტორი:
2014/ივლისი/10 15:30:02
დებატებში ნიკა მელიას მთავარი სტრატეგია იყო თავდასხმა და პოლიტიკურ საკითხებზე აპელირება, – ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გუშინ გამართული დებატების შეფასებისას განუცხადა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ის არჩევნებამდე დარჩენილ ორ დღეში კონკურენტთან დებატებში მონაწილეობას აღარ აპირებს.
"მე პირადად გუშინდელი დებატებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ შევძელი საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემს წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად დაინახა თითოეულმა თბილისელმა და თანამოქალაქემ ის თუ რა პროგრამით მოვდივართ ჩვენ და რამდენად ძლიერი პროგრამა გვაქვს. ძალიან კარგად დაინახეს ის, თუ რამდენად უსუსური პროგრამა ჰქონდა ჩვენს ოპონენტს წარმოდგენილი და რა იყო მისი მთავარი სტრატეგია. მისი მთავარი სტრატრეგია იყო თავდასხმა, ისევ პოლიტიკურ საკითხებზე აპელირება და არა იმაზე საუბარი, რაც რეალურად სჭირდება თბილისს განვითარებისთვის. დებატებში მონაწილეობა გუშინ დავასრულე, არც დღეს და არც ხვალ არ ვაპირებ რაიმე სახის დებატებში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი სხვა რაიმე ფორმატით გამართულ დებატებსა და შოუებში მივიღოთ მონაწილეობა. ახლა უკვე არჩევნებში მისვლის დროა", - განაცხადა ნარმანიამ.
გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას და "ქართული ოცნების" კანდიდატს დავით ნარმანიას შორის სასტუმრო "შერატონში" დებატები გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია