დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ "პანორამა თბილისის" პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს
ავტორი:
2014/ივლისი/09 21:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ "პანორამა თბილისის" პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს . როგორც დებატებისას ნარმანიამ განაცხადა, ეს საკითხი საზოგადოების მხრიდან ფართოდ უნდა იყოს განხილული.
"პანორამა თბილისის" საკითხი აუცილებლად უნდა იყოს განხილული ფართო საზოგადოების მიერ. ამ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ გარემოსდამცველებმა, არქიტექტორებმა და სხვა შესაბამისმა სპეციალისტებმა. თუ მათი მხრიდან არ იქნება დადებითი დასკვნა, არ გამოვრციხავ, რომ ეს პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს", - აღნიშნა ნარმანიამ.
მანვე კომენტარი გააკეთა კომპანია "სითი პარკთან" დაკავშირებით. მისი თქმით, ამ კომპანიასთან თბილისის მერიის მხრიდან კაბალური ხელშეკრულება იყო გაფორმებული.
"კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. კომპანიას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ხელშეკრულება გააფორმეს, ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ პასუხს. კომპანიას მოვთხოვთ, რომ დამატებითი პარკირების ადგილები თვითონვე ააშენონ", - აღნიშნა ნარმანიამ.
რაც შეეხება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას, ნარმანიას თქმით, ეს საუკეთესო მაგალითია თუ როგორ არ უნდა მოექცე თბილისს. "სწორედ ასეთი უკანონობები ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების მიერ. არაერთი ასეთი პარკია, სადაც უკანონოდ არის მშენებლობის ნებართვა გაცემული. ჩვენი მმართველობის პერიოდში ყველა რეკრეაციული ზონა იქნება წითელი ხაზების ქვეშ. დამატებით მოხდება მწვანე ნარგავების დარგვა და რეკრეაციული ზონების განვითარება. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც დავექვემდებარებით. თუმცა, ეს ფაქტი იქნება კარგი მაგალითი, როგორ არ უნდა მოვექცეთ თბილისს", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია