დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატები მიმდინარეობს
ავტორი:
2014/ივლისი/09 20:30:02
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატების, დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას დებატები მიმდინარეობს.
როგორც დავით ნარმანიამ და ნიკა მელიამ ჟურნალისტებს დებატების დაწყებამდე განუცხადეს, ისინი აპირებენ თავიან წინასაარჩევნო პროგრამებზე ისაუბრონ.
"ჩემი მთავარი მოლოდინი არის ის, რომ შევძლებ ჩემი საპროგრამო მიმართულებების მიტანას ამომრჩევლებამდე, პირველ ნაწილში სწორედ წინასაარჩევნო პროგრამის მიმართულებებზე ვისაუბრებ, შემდეგ კი სიამოვნებით ვუპასუხებ მედიის კითხვებს. ბოლოს მექნება შემაჯამებელი სიტყვა, სადაც მექნება მოწოდება იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს და თუ რატომ უნდა გამოცხადდეს თითოეული ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ნიკა მელიამ კი იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 2 დღის განმავლობაში დებატების საშუალება დავით ნარმანიასთან კიდევ მიეცემა.
"ნამდვილად მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ეს დებატები შედგება. მიუხედავად იმისა, ძალიან გაიწელა დროში, ნეიტრალური ტერიტორიის ძებნით იყო დაკავებული ჩემი ოპონენტი და აღმოჩნდა, რომ დავით ნარმანიასთვის ნეიტრალურ ტერიტორიას წარმოადგენდა "შერატონი". ამავე დროს, იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ კიდევ ორი ტელეკომპანიიდან გვაქვს მოწვევა და ნარმანია უკან არ დაიხევს და დათანხმდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია