დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე - მე თუ მკითხავთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატები აბსოლუტურად ზედმეტია
ავტორი:
2014/ივლისი/09 16:30:03
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყოველგვარი დებატები ზედმეტია.
საგანელიძისთვის თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილ სატელევიზიო დებატების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია.
"აბსოლუტურად შეცვლილია დღეს არსებული მდგომარეობა – ყველა ეთერი ღიაა. დებატები უნდათ? – კი ბატონო, დებატების საშუალებაც არსებობს. ახლა ფორმა აღარ მოსწონთ! მე თუ მკითხვათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატებიც აბსოლუტურად ზედმეტია. დებატები მათთან საზოგადოებამ უკვე გამართა და აღარ აინტერესებთ. რაზე ვისაუბროთ? – თუ როგორ გაანადგურეს, როგორ დაღუპეს ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანა? საზოგადოებამ მათ განაჩენი გამოუტანა. მეტი რა უნდათ – ყველაფერი მათ ჭკუაზე იყოს? რამე მოსწონთ საერთოდ ამ ქვეყანაზე?" - განაცხადა საგანელიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატებს დავით ნარმანისა და ნიკა მელიას შორის დღეს, 20:00 საათზე, სასტუმრო "შერატონში" დებატები გაიმართება. მოდერატორი "სტუდია რეს" დირექტორი მამუკა ყუფარაძე იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია