დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატების მოდერატორი "სტუდია რეს" დირექტორი მამუკა ყუფარაძე იქნება
ავტორი:
2014/ივლისი/08 22:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას შორის დებატების მოდერატორი "სტუდია რეს" დირექტორი მამუკა ყუფარაძე იქნება.
როგორც მამუკა ყუფარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გადაცემა 64-66 წუთს გაგრძელდება. თავდაპირველად კანდიდატების 3-3 წუთიანი მისალმება იქნება, შემდეგ კი კითხვებს რვა მაუწყებლის წარმომადგენლები დასვამენ. მამუკა ყუფარაძის განმარტებით, დებატები პირველი არხის ეთერით გადაიცემა.
დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატები ხვალ საღამოს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასშია" დაგეგმილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია