დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"International Business Times"-მა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სტატია ინტერნეტიდან მოხსნა
ავტორი:
2014/ივლისი/08 22:00:02
ონლაინ გამოცემამ International Business Times-მა ინტერნეტიდან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სტატია მოხსნა. როგორც გამოცემა განმარტავს, ონლაინ გამოცემამ International Business Times-მა ინტერნეტიდან სტატია "ბიძინა ივანიშვილის კავშირები "გაზპრომთან" პუტინისთვის ძვირადღირებული, მაგრამ სასარგელოა" მისი გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩენილი ფაქტის გამო მოხსნა.
"თავდაპირველად ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აქციების პორტფოლიოს შესახებ, ვეყრდნობოდით რა იმ ადამიანების ინფორმაციას, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ ზოგად მონაცემებს მისი აქტივების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელმაც გააქარწყლა სტატიის არსი. შესაბამისად, ჩვენ მოვხსენით ეს სტატია ჩვენი გვერდიდან და ვაღიარებთ შემდეგი შესწორებების მართებულობას: სტატიის გამომცემლის ვერსიით, ივანიშვილს მიენიჭა წილი "გაზპრომში". საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე მან, შესაძლოა, გაყიდა ეს წილი რუსეთის სხვადასხვა კომპანიის წილებთან ერთად. სინამდვილეში ივანიშვილმა შეიძინა "გაზპრომის" აქციები ღია ბაზარზე და შემდეგ, 2007 წელს, იმავე ბაზარზე გაყიდა მისი 1%-იანი წილი "გაზპრომში". გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ლობისტების ფირმები, რომლებიც ივანიშვილმა დაიქირავა თავისი ინტერესების დასაცავად, მანამდე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან. სინამდვილეში არც ერთ ფირმას, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილს, არ უმუშავია რუსეთის ხელისუფლებასთან", - ნათქვამია International Business Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია