დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოლინ პაუელი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ავტორი:
2014/ივლისი/08 09:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
კოლინ პაუელის განცხადებით, ედუარდ შევარდნაძემ სასიცოცხლო როლი ითმაშა ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლაში.
"მწუხარებას გამოვთქვამ საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. მე და ედუარდ შევარდნაძე კოლეგები და მეგობრები გავხდით საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ხანებში, როდესაც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის შეფი ვიყავი ჯორჯ ბუში-უფროსის პერიოდში. მან სასიცოცხლო როლი შეასრულა ცივის ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლაში. ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სათანადოდ დააფასა მისი სამსახური და ერთგულება მშვიდობისა და დემოკრატიის წინსვლაში", - წერს კოლინ პაუელი "ფეისბუქზე".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექსპრეზიდენტს 13 ივლისს დაკრძალავენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია