დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დარახველიძე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს
ავტორი:
2014/ივლისი/06 19:30:02
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე 7-9 ივლისს სტამბოლში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტისა და მოლაპარაკებების მიზანს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი გმირების გადმოსვენების პროცესის დაჩქარება წარმოადგენს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხარის მხრიდან დაკარგულია 2 000-მდე ადამიანი, სეპარატისტების მხრიდან - 200-მდე. მათი მოძიება ომის დასრულებისთანავე დაიწყო. უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მშობლებმა 1993 წელს ფონდი "მოლოდინი" ჩამოაყალიბეს, 1996 წელს კი შესაბამისი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ფონდისა და კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსველენებულია 165 ადამიანი. აფხაზურ მხარეს გადასცეს 49 ცხედარი და 87 ცოცხალი ადამიანი. გადმოსვენება ხდებოდა პერიოდულად და მოიცავდა 1994-2001 წლებს. 2010 წელს ამ პროცესში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო, რომლის ინიციატივით, საკოორდინაციო ფორმატით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების გადასაწყვეტად ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები დაიწყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი შეხვედრა კომისიის ფარგლებში მიმდინარე წლის 25 იანვარს გაიმართა. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნებოდა ორი სამარხი - სოხუმში, დიდების მემორიალთან, სადაც დასაფლავებული არიან გუმისთიდან გადმოსვენებული მებრძოლები და ბაბუშერას სამარხი, სადაც დაკრძალულია 1993 წლის 22 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მემბრძოლები. იქ სულ 93 მებრძოლი დაიღუპა. ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული 31 ქართველის ცხედარი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს. გაიხსნა ასევე დიღმის სასაფლაოზე 23 სამარხი, სადაც სავარაუდოდ, აფხაზები არიან დასაფლავებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია