დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია - ლევან ბეჟაშვილის დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია
ავტორი:
2014/ივლისი/06 18:00:02
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოსთან, ლევან ბეჟაშვილის დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, როდესაც საქართველოს მოქალაქე კანონს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს იგი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"როგორც ჩანს, ზოგი შეგნებულად და ზოგიც ალბათ უნებლიედ, აკეთებს არასწორ შეფასებას პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ლევან ბეჟაშვილის დაკავების საკითხს. როდესაც სამართადარღვევას აქვს ადგილი, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა სახის დარღვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე კანონს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს იგი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამ შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, აღკვეთოს ქმედება დაუყოვნებლივ, მოხდეს კანონდამრღვევის დაკავება და გამომძიებლისთვის წარდგენა, რომელმაც ფაქტი სამართლებრივად უნდა შეაფასოს", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, როდესაც საქალაქო სასამართლოში პოლიცია ცდილობდა კანონდამრღვევი მოქალაქეების შეჩერებას და უკანონო ფაქტების აღკვეთას, მათ ბუნებრივია არ შეეძლოთ, სამართლებრივად შეეფასებინათ, ვინ რა ქმედებას სჩადიოდა.
"იქ ვერ მოახდენდნენ ამ ფაქტების ანალიზს. პრევენციის განმხორციელებელი პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და 3 საათი არის ადეკვატური დრო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის. ამ კომენტარებით, რომელსაც ვისმენთ, საპატრულო პოლიციას ვეუბნებით, რომ განახორციელოს გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილება, რაც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. სამართალდამცავები ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად და არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დადგინდა სამართალდარღვევის ხასიათი, ლევან ბეჟაშვილი გათავისუფლდა, იმიტომ, რომ იგი იყო დეპუტატი. ამიტომ, ამ საკითხზე საჭიროა სწორი სამართლებრივი შეფასების გაკეთება", - განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც 4 ივლისს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დააკავეს და შემდგომ გაათავისუფლეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია