დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი საზღვარზე ვიზების გაცემის პრაქტიკის შესაძლო გაუქმებას არ ადასტურებს
ავტორი:
2014/ივლისი/06 17:00:01
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზღვარზე ვიზების გაცემის პრაქტიკის შესაძლო გაუქმებას არ ადასტურებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს მინისტრმა აღნიშნა, იყო გარკვეული ტექნიკური ნაკლოვანებები, რაზეც გაიმართა მსჯელობა და ეს ნაკლოვანებებიც გამოსწორდება.
"ჩვენ ამ პრაქტიკას არავითარ შემთხვევაში არ ვაუქმებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მიგრაციის კანონმდებლობაში შედის ცვლილებები, ეს ჩვეულებრივი პროცესია და საქართველოც ამ პროცეს ისე მოეკიდება, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყანა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია