დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ჟვანია - მიმდინარე მოვლენები დაძაბულ ფონს ზრდის
ავტორი:
2014/ივლისი/05 18:00:02
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე. ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელიც მიმდინარე მოვლენებს ეხება.
"მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ზრდის დაძაბულ ფონს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.
მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესები მიმდინარეობდეს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მაჩვენებელია, აუცილებელია არსებობდეს თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. ამდენად, სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ხორციელდებოდეს ყველა ქმედება, რომ არ მოხდეს საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მიყენება", - ნათქვამია განცხადებაში.
თამარ ჟვანია იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები და არჩევნებში ჩართული მხარეები გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია