დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ავტორი:
2014/ივლისი/05 12:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უნდა ევროპული დემოკრატია და სწორედ ამ სტანდარტებს ნერგავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგი უგულავას დაპატიმრების კომენტირებისას განაცხადა.
"თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია, ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტებს ვნერგავთ ჩვენ, რომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტკური კუთვნილებისა, მისი ყოფილი თანამდებობისა, არ უნდა იდგეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი", -აღნიშნა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია