დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გივი თარგამაძე - სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კაპრიზი შეასრულა
ავტორი:
2014/ივლისი/05 00:00:02
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ზეწოლად აფასებს.
როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, უგულავას დაკავება წინასაარჩევნოდ მიუღებელია. "ეს არის პირდაპირი ზეწოლა, რომ მათი უნიათო, უსახური კანდიდატი, რომელიც არის ერთი ადამიანის მონა, როგორმე გაათრიონ ამ არჩევნებზე ნებისმიერი მეთოდით. ამას მოწმობდა დღევანდელი პროცესი, რომელიც აღმოჩნდა უბრალოდ გათამაშებული უნიჭო სპექტაკლი, როდესაც მოსამართლემ მოუსმინა იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც დაცვის მხარეს გააჩნდა და არ მიიღო ისინი მხედველობაში და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის კაპრიზი", - განაცხდა თარგამაძემ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ ბრძოლას გააგრძელებს. "სასამართლოს გადაწყვეტილებას ახლა ალბათ ზეიმობენ. ეს ზეიმი არ იქნება დიდხნიანი, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ფრონტზე, გავაგრძელებთ შესაბამისი ძალისხმევით, ჩვენ ჩვენს ძალებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. ივანიშვილმა თავისი ოცნების დიდი ნაწილი განახორციელა, ამოიდო ფეხვეშ მთელი სასამართლო. როგორ ამთავრებენ ივანიშვილები და ჰაკიმ ფაშები თავის მოკლე პოლიტიკურ ცხოვრებას, ყველამ ვიცით", - განაცხადა თარგამაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია