დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფოთში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის განაცხადების მიღება დასრულდა
ავტორი:
2014/ივლისი/04 23:00:02
ფოთში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 286 დევნილი ოჯახი მიიღებს. სააპლიკაციო ფორმა სულ 2 288 დევნილმა ოჯახმა შეავსო, რომლებსაც კრიტერიუმების შესაბამისად, პირველადი ქულები მიენიჭათ.
2 288 განაცხადიდან ყველაზე მაღალი ქულის მქონე 450 დევნილი ოჯახი შეირჩა. სამინისტროში არსებულმა განაცხადების წინასწარი შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ და სამინისტროს ტერიტორიულ სამმართველოში მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილმა პირებმა შერჩეული 450 ოჯახის სააპლიკაციო ფორმაში აღწერილი ინფორმაცია დეტალურად გადაამოწმეს.
მონიტორინგის კომისიამ იმ 91 დევნილი ოჯახის განაცხადებიც შეისწავლა, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევად ობიექტში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მონაცემების დაზუსტების პროცესში ჩართული იყო დევნილთა და განსახლების სამინისტროს აუდიტის სამსახური, რომელმაც გადამოწმების პროცესი დამოუკიდებლად ჩაატარა.
დღეს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა, კომისიამ მინისტრ დავით დარახველიძის ხელმძღვანელობით, მონიტორინგის ჯგუფების მიერ გადამოწმებული 450 განაცხადი განიხილა. კომისიის მუშაობაში, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი არიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ნორვეგიის ლტოლვილთა კომიტეტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფოთში, სამუშაო ვიზიტისას, მინისტრმა დავით დარახველიძემ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაც მოინახულა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის ფოთში 7 კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მინისტრი ასევე შეხვდა ფოთში, ჯავახიშვილის ქ. #3-ში, ნგრევად ობიექტში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც გადამოწმების პროცესის შემდეგ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინებს მიიღებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია