დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნიკია მელია მზად არის, დავით ნარმანიასთან დებატებში მონაწილეობა თუნდაც "ქართული ოცნების" ოფისში მიიღოს
ავტორი:
2014/ივლისი/04 19:00:02
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკია მელია მზად არის დებატებში მონაწილეობა დავით ნარმანიათვის სასურველ ფორმატში მიიღოს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამისთვის იმ ტელეკომპანიებმა, რომლებისგანაც მერობის კანდიდატებმა დებატების გამართვაზე მიიღეს მიწვევა, ასევე უნდა განაცხადონ თანხმობა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დებატების ფორმატზე.
"გამოვთქვამ მზადყოფნას მივიღო მისთვის სასურველ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ის უფრო მეტ კომფორტს იგრძნობს, თუნდაც ეს იყოს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. თუმცა, მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიებმა, რომლებისგანაც ჩვენ მივიღეთ მოწვევა, განაცხადონ თანხმობა. თუ ისინი შეცვლიან პოზიციებს და ნაცვლად იმ დებატებისა, სადაც უკვე გვეპატიჟებიან, გაიმართება ერთი დებატი და ისინი მიიღებენ იქ მონაწილეობას, არანაირი პრობლემა არ არის", _ აღნიშნა მელიამ. მისივე განმარტებით, საზოგადოება ნაცვლად იმისა, რომ შეცდომაში იყოს შეყვანილი, იმსახურებს, მეორე ტურში განსაკუთრებით, შედგეს დებატები და პოლიტიკურმა გაერთიანებებმა განსაკუთრებით მედიას არ უკარნახონ და დაუდგინონ წესები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია