დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები კვლავ დააკვირდებიან
ავტორი:
2014/ივლისი/04 13:00:03
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები ისევ დააკვირდებიან.
აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისივე თქმით, არჩევნებს იგივე დამკვირვებლები დააკვირდებიან, რომლებიც იყვნენ პირველ ტურზე და ესენი არიან საელჩოები, ასევე რამდენიმე ინსტიტუტის წარმომადგენლები, მათ შორის, NDI, IRI.
მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ჩატარდა არჩევნების პირველი ტური, და თუ რაიმე წვრილმანი დარღვევა სადმე დაფიქსირდება, დროულად იქნება გამოძიებული, როგორც პირველი ტურის შემთხვევაში.
ამასთან, მაია ფანჯიკიძე კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.
მისი თქმით, დავით ნარმანიას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა პირველივე ტურში და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურშიც ის შეინარჩუნებს უპირატესობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია