დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ელისაშვილს მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2014/ივლისი/04 12:30:02
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატიმართა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის რანგში გაწეული მუშაობის გამო ალექსანდრე ელისაშვილს მადლობა გადაუხადა და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა ალექსანდრე ელისაშვილს. მან ურთულესი საქმე გასწია. მისი მუშაობა მართლა განსაკუთრებული იყო და შესაფასებელია", - განაცხადა მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ელისაშვილის სახით თბილისის საკრებულომ ძალიან შთამბეჭდავი დეპუტატი შეიძინა.
მარგველაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ზვიად ქორიძეს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობაზე დათანხმების გამო.
პრეზიდენტის თქმით, შეწყალების კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს.
"ჩვენი მიზანია შეწყალება, ლმობიერების გამოჩენა, ჰუმანური პრინციპების დანერგვა სახელწიფოსა და საზოგადოებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პატიმართა შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად ქორიძე დღეს ოფიციალურად წარადგენა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია