დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე დღეს ჟურნალისტებს შეხვდება
ავტორი:
2014/ივლისი/04 09:30:02
პროექტ "ღია მმართველობა - საქართველოს" ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ჟურნალისტებს შეხვდება.
შეხვედრაზე მინისტრი ბოლო 3 თვის განმავლობაში, საგარეო უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს. მათ შორის, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების არსებულ დინამიკას.
საგარეო საქმეთა მინისტრი "ღია მმართველობა - საქართველოს" ფარგლებში ჟურნალისტებს უკვე მეექვსედ ხვდება. პროექტი "ღია მმართველობა - საქართველო" საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასა და ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია