დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა 
ავტორი:
2014/ივლისი/03 16:30:05
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის სამართლებრივ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. ღონისძიებაზე ტყის არამერქნული რესურსებით მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი სამართლებრივი გადაჭრის გზები, ასევე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის სამართლებრივი საკითხების მოგვარება წარმოადგენს. შეხვედრა ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მას არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია