დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია - არ მეგულება ამ ქვეყანაში ბავშვიც კი, რომელიც ფიქრობს, რომ გიგი უგულავას დაკავება არ არის პოლიტიკური აქტი
ავტორი:
2014/ივლისი/03 16:00:03
არ მეგულება ამ ქვეყანაში ბავშვიც კი, რომელიც ფიქრობს, რომ გიგი უგულავას დაკავება არ არის პოლიტიკური აქტი, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ უგულავას დაკავება "ნაციონალური მოძრაობის" დაშინებას და დემორალიზაციის მიზნით მოხდა.
"არ არსებობდა არანაირი აუცილებლობა და საჭიროება, რომ გიგი უგულავა ყოფილიყო წინასწარ პატიმრობაში აყვანილი. არ მეგულება ამქვეყანაში ბავშვიც კი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქტი. ეს არ იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, რომ მოხდეს ჩვენი დემორალიზაცია, ჩვენი დაშინება, მოხდეს ჩვენთვის უარის თქმა ბრძოლაზე და ჩვენ ამ ბრძოლაში უკან დავიხიოთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამ მეთოდებით შეუძლებელია ჩვენი განადგურება და ფორმიდან ამოგდება. არათუ უარს ვამბობთ ბრძოლაზე, პირიქით, როგორც არასოდეს დღეს ვგრძნობ განწყობას, გაათმაგებულ ენერგიას ჩემს მეგობრებში, რომ ჩვენ შევიდეთ ამ ბრძოლაში, სადაც მოვიპოვებთ გამარჯვებას. არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნით და დაჭერებით არ უნდა იქნეს არჩეული თბილისის მერი. მე ვამბობ, რაც არ კლავს ის გვაძლიერებს და ბრძოლა გრძელდება", - აცხადებს მელია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია