დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ავტორი:
2014/ივლისი/02 18:30:07
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია იმყოფებოდეს ამ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ურყევი მოკავშირე და მჭიდრო პარტნიორია. ხოლო ორ ქვეყანას შორის მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილს, მადლობას გიხდით საქართველოს ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, როგორც სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის დაცვის საკითხებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა ფრანკლინ რუზველტის სიტყვები: "თავისუფლება საჩუქარი არ არის, ის მხოლოდ მოიპოვება". "ამერიკელმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. ამ ღირებულებებს თქვენ მთელი ისტორიის განმავლობაში უზიარებდით სხვა ერებს. ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს. ჩვენ ერთად ვდგავართ ამ იდეალების სადარაჯოზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია