დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - კიშინოვში მარტო იმიტომ წავალ, რომ დავბრუნდე
ავტორი:
2014/ივლისი/02 15:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი გულავა დღეს ბილეთის აღებას და კიშინოვში გამგზავრებას აპირებს , სადაც ევროსაბჭოს რეგიონებისა და თვითმმართველობის კონგრესის მონიტორინგის სსდომა გაიმართება.
მისი თქმით, კიშინოვში იქიდან გამომადინარე სურს წასვლა, რომ მთავრობას აღარ ჰქონდეს სათქმელი, წავიდა და აღარ დაბრუნდაო.
"სასამართლოს სხდომაზე ვინც იყო, ნახა რომ პროკურატურას არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა. ჩემთვის ეს მეოთხე ბრალია და 3-4-ს ალბათ კიდევ დამიმატებენ, მაშინ როცა ნარმანია ან მასზე უარესი ეყოლებათ ასარჩევი. ხვალ არის ევროსაბჭოს რეგიონებისა და თვითმმართველობების კონგრესის მონტირონგის სხდომა კიშინოვში. დემონსტრაციულად ვაცხადებ, რომ თუ მოვახერხე ბილეთის აღება, აუცილებლად წავალ. მარტო იმიტომ წავალ, რომ ჩამოვიდე. მე ბრალი წამიყენეს ბევრ რამეზე, თუმცა შეურაცხყოფილი დღეს პირველად ვიყავი, როდესაც ამ ხალხმა მომცხო ჩირქი, თითქოს გაქცევას ვაპირებდი. მარტო იმიტომ წავალ, რომ დავბრუნდე, შოთაძეს და ხელისუფლებას აღარ ჰქონდეთ იმის თქმის საშაულება, რომ აი, წავიდა და აღარ დაბრუნადო", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ივანიშვილს რუსეთში ტყულად არ ეძახდნენ ზედმეტსახელად "მგუდავს".
"მგუდავის თვისება არის ნელ-ნელა გაგუდოს თავისი მტერი. რასაც მთავრობა და პროკურატურა აკეთებენ, არის ის, რომ ყულფში აქვთ მოჭერილი და ხან გირაოთი, ხან პატიმრობის მოთხოვნით, ხან უცხოეთში გასვლის შეზღდუვით ამ თოკს უჭერს და ცდილობს, რომ მოგახრჩოს", - განაცხადა გიგი უგულავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია