რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დღეს რეგიონების ახლად არჩეულ მერებსა და გამგებლებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებისთვის იმ სამართლებრივი საკითხების განმარტება წარმოადგენს, რომელიც თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, არჩეული მერებისა და გამგებლების უფლებამოსილების ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება.
შეხვედრა 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება.
წყარო:
interpressnews.ge