დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მონაწილეობს
ავტორი:
2014/ივლისი/01 15:00:04
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე მონაწილეობს.
ირაკლი შოთაძეს სხდომის დაწყებისას ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია და მედიის თხოვნის მიუხედავად არ განუმარტავს კონკრეტულად, რა საკითხებთან დაკავშირებით არის მიწვეული ის უწყებათშორისო კომისიის სხდომაზე.
წინასწარი ინფორმაციით, უწყებათაშორისო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას ფინანსურ პოლიციაში დაბარება და მისთვის ბრალის წაყენება. ამ საკითხის დასმას აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის დაწყების წინ, არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ლელა ტალიურის თქმით, უნდა დადასტურდეს რა აუცილებლობას წარმოადგენდა არჩევნების მეორე ტურის წინ გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება. ანალოგიური პოზიცია აქვს ნინო ლომჯარიას. მისი თქმით, გიგი უგულავას პასუხისმგებლობაში მიცემა არღვევს არჩევნების წინ გამოცხადებული მორატორიუმის პირობებს. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი რაიმე კითხვები და პრეტენზიები გააჩნდა გამოძიებას უგულავას მიმართ, ჯობდა ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ მომხდარიყო.
უწყებათაშორისო კომისიის სხდომა იუსტიციის სახლში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია