დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ვალდებულების შესრულება კომპლექსური პროცესია
ავტორი:
2014/ივლისი/01 12:30:02
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ვალდებულების შესრულება კომპლექსური პროცესია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ვალდებულების შესრულება დახვეწს როგორც საკანონმდებლო ბაზას, ასევე სახელმწიფოს მართვას.
"ეს არის კომპლექსური პროცესი, იცით, რომ რატიფიკაცია უნდა მოხდეს არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ ევროპულ პარლამენტებში. მე გუშინ საუბარი მქონდა პოლონეთის პრეზიდენტთან. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, მაგრამ რატიფიკაციის შემდეგ არის მთელი რიგი კანონები, რეგულაციები, რომლებიც გასატარებელია. ეს არა მხოლოდ ვალდებულებაა, არამედ ეს არის ვალდებულები, რომელიც თვისობრივად დახვეწს ჩვენ საკანონდებლო ბაზას, სახელმწიფო მართვას. ეს გასაკეთებელია, მაგრამ ეს არ არის რთული, რადგან ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთის მომტანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია