დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილმა ხორვატიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ავტორი:
2014/ივლისი/01 10:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ხორვატიაში , ზაგრებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე იოსიპ ლეკოსთან და თავდაცვის მინისტრ ანტე კოტრომანოვიჩთან.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსკო კლისოვიჩმა უმასპინძლა.
ხორვატიის მხარის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მიულოცეს, დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და მზაობა გამოთქვეს უახლოეს პერიოდში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი, ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორის წვლილი ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში. ხორვატიის მხარემ აგრეთვე მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ ცენტრალურ აფრიკის მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ალექსი პეტრიაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხორვატიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა ხორვატიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, შეხვდა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს რვოე მარუშიჩს და ვესნა კოსს, აგრეთვე ევროპულ საქმეთა სამინისტროს სრულყოფის ცენტრის (Center of Excellence) ხელმძღვანელს მირნა ვლაშიჩ ფეკეტიიას. შეხვედრაზე საქართველოს-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობა, გამოწვევები და შესაძლებლობები, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკა, უელსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისათვის მზადება და მოლოდინი, ასევე, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია