დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - როცა ჩინოვნიკი ასეთ ხელშეკრულებას აწერს ხელს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ავტორი:
2014/ივნისი/30 22:00:03
როცა ჩინოვნიკი ასეთ ხელშეკრულებას აწერს ხელს, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში გიგი გულავას მიცემის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის აზრით, თუ ადამიანი რაიმეს დააშავებს, არ შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემის თავიდან აცილება პოლიტიკური კონიუნქტურის გამო.
"რაც ეხება კონკრეტულად გიგი უგულავასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ამით შეურაცხყოფას მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა, ხალხს აყენებს. ვერ ვხდები, რა საჭიროა ასეთი ცინიზმი და გამომწვევი განცხადებების კეთება მაშინ, როდესაც საზოგადოებას უბრალოდ უნდა სამართლიანობის აღდგენა", - მიაჩნია დეპუტატს.
ფოფხაძის განცხადებით, "სითი პარკმა" მორალურად და ფინანსურად დააზარალა ყველა ის მოქალაქე, ვისაც კი რაიმე სახით შეხება ჰქონია ამ კომპანიასთან, ამასთან, მილიონობით ზარალი აქვს მიყენებული ბიუჯეტისთვის, თბილისისთვის.
"ბევრი ადამიანი ამაზე ნაკლები დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, არ ვამბობ, რომ ისინი არ უნდა აგებდნენ პასუხს, მაგრამ ასეთი დანაშაულისთვის რატომ არ უნდა მიეცეს პირი პასუხისგებაში, გაუგებარია. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. გიგი უგულავამ სასამართლოში უნდა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ზოგადად, როცა ჩინოვნიკი ხელს ასეთ ხელშეკრულებას აწერს, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მიკვირს, რატომ უკავშირებენ "სითი პარკის" საკითხს არჩევნებს. ჩემი აზრით, ამ კომპანიასთან დაკავშირებით აქამდეც უნდა მომხდარიყო სამართლებრივი საკითხების დაყენება", - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი გულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია