დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ავტორი:
2014/ივნისი/30 16:00:04
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომაროვსკის ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრონისლავ კომაროვსკიმ გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლონეთი დაინტერესებულია მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია.
ბრონისლავ კომაროვსკიმ საქართველოს პირველ პირს რატიფიკაციის პროცესში პოლონეთის მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი სხვა ქვეყნებშიც სწრაფად წარიმართება. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აქტიური მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის როლი რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.
გიორგი მარგველაშვილმა და ბრონისლავ კომაროვსკიმ საერთაშორისო ფორუმების ფორმატით შეხვედრის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. ქვეყნის პირველმა პირმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია