დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუმის 103-ე უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა
ავტორი:
2014/ივნისი/29 22:30:02
ბათუმის 103-ე უბანზე 162 ხმით "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები მოიგო. როგორც პარტიის წევრმა გიორგი კირთაძმე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ მეორე ტური დარღვევების გარეშე ჩატარდება, "ნაციონალური მოძრაობას" მერის არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
"162 ხმით მოვიგეთ განმეორებით არჩევნებში. იმ ფონზე მოვიგეთ, როცა "ქართული ოცნების" ბათუმის შტაბს რეგიონებიდან და თბილისიდან ჩამოსული შტაბების წევრები ეხმარებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტური დარღვევევბის გარეშე ჩატარდება, "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი შანსი აქვს, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
როგორც 103-ე უბანზე მყოფმა "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებელმა დემიდ ფასიეშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უბანზე 1547 ამომრჩეველიდან 321 ადამიანი მივიდა. მისივე თქმით, 162 ადამიანმა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირა მხარი, 132 "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ხოლო დანარჩენი 27 ხმა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტებზე გადანაწილდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია