დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფელ ძეძილეთში სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს
ავტორი:
2014/ივნისი/29 18:00:02
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები იყვნენ.
მთელი დღის განმავლობაში უბნის ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აკვირდებოდა, რაც გარკვეულ შეფერხებას იწვევდა.
როგორც ხონის 55-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმის გამო, რომ უბანზე გარკვეული დაძაბულობა იქმნებოდა აუცილებელი გახდა დამატებით სამართალდამცველების გამოძახება.
აქტივობა უბანზე საკმაოდ დიდია, თუმცა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თვითონ უბანზეც არიან გარკვეული პარტიების მხარდამჭერები, რაც დაძაბულობას ქმნიდა, ამიტომ გამოვიძახეთ სამართალდამცველები, რომლებმაც ეს ადამიანები საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს", - აღნიშნა ხონის 55-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ია კუჭუხიძემ.
15 ივნისს სოფელ ძეძილეთში საარჩევნო უბანი დაარბიეს, რის გამოც არჩევნების შედეგები გაბათილდა. ინციდენტში მონაწილე პირებს სამტრედიის სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
უბნის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში დღეს სამართალდამცველების აქტივობა შეიმჩნეოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1272
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია