დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ინფორმაციით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ავტორი:
2014/ივნისი/29 17:30:02
"სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრი" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 29 ივნისის განმეორებით არჩევნებს 9 საარჩევნო ოლქში და 14 საარჩევნო უბანზე აკვირდება.
ორგანიზაციის დირექტორის ლადო ბოჟაძის განცხადებით, "ხმის მიცემის პროცესი ყველა უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამ დროისთვის რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და დამკვირვებლების მიერ საჩივრები დაწერილი არ არის".
"სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრი" არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, კანონმდებლობით განსაზღვრული წესები დაიცვან და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას. ცენტრი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესსაც დააკვირდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია