დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრმა ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა
ავტორი:
2014/ივნისი/29 15:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.
საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერებაც გამოხატა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობს ასევე შედიან სენატორი ტომ ჰარკინი, კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, კონგრესმენი ადამ შიფი, კონგრესმენი ფილ გინგრი და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია