დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფელ ძეძილეთში განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ავტორი:
2014/ივნისი/29 12:00:02
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხონის 55-ე საოლქო სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , ია კუჭუხიძის თქმით, აღნიშნულ უბანზე 399 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ასზე მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა.
15 ივნისს სოფელ ძეძილეთში საარჩევნო უბანი დაარბიეს, რის შედეგად არჩევნების შედეგები გაბათილდა. ინციდენტში მონაწილე პირებს სამტრედიის სასამართლომ 4000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ხონის გარდა განმეორებითი არჩევნები ტყიბულის ორ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია