დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი" განმეორებით კენჭისყრას დააკვირდება
ავტორი:
2014/ივნისი/29 10:30:02
"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი" 29 ივნისს განმეორებით კენჭისყრას დააკვირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრიდან" აცნობეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, 2014 წლის 29 ივნისს 9 საარჩევნო ოლქის 14 საარჩევნო უბანში გაიმართება:
▪ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;
▪ №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;
▪ №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;
▪ №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;
▪ №55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;
▪ №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;
▪ №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;
▪ №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;
▪ №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.
"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორის ლადო ბოჟაძის ინფორმაციით, განმეორებით კენჭისყრას ორგანიზაცია 9 საოლქო საარჩევნო კომისიაში და 14 საარჩევნო უბანზე დააკვირდება.
ლადო ბოჟაძე იმედს გამოთქვამს, რომ განმეორებითი კენჭისყრის დღე მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩაივლის.
ამასთან, "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი" აღნიშნული უბნების ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია