დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ტყეშელაშვილი - ხელმოწერა გარანტიას არ ქმნის, რომ ყველაფერი ბუნებრივია წარმატებულად დასრულდება
ავტორი:
2014/ივნისი/28 11:30:02
არასამთავრობო რგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის" პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას "ისტორიულ მომენტს" უწოდებს.
როგორც მან ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხელმოწერა გარანტიას არ ქმნის, რომ ყველაფერი წარმატებულად დასრულდება.
"ნამდვილად ისტორიული მომენტია. ეს ის მომენტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ რეალურად, შევქმნათ მომავალი, რადგან თავისთავად ხელმოწერა როგორც ასეთი გარანტიას არ ქმნის იმისას, რომ ჩვენ ყველაფერს წარმატებულად დავასრულებთ. დღეს ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი საიმისოდ, რომ ეს მომენტი გამოვიყენოთ და ჩვენი მომავალი მართლაც ევროპული ქვეყნის შენების თვალსაზრისით დავასრულოთ", - აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ მოსახლეობას სიღრმისეული ინფორმაცია არ აქვს და ამისთვის, როგორც ხელისუფლებამ, ასევე არასამთავრობო სექტორმაც უნდა იმუშაოს.
"არასამთავრობო სექტორი დღეს აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებასთან, რომ რეალურად საქართველოს რეგიონებში ეს ინფორმაცია იყოს ხლმისაწვდომი. საბოლოო ჯამში, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპასთან ინტეგრირების პროცესზე და ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხელმოწერა ერთ-ერთი ისტორიული ეტაპია, მაგრამ ეტაპი მხოლოდ საიმისოდ, რომ საქართველო სრულყოფილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს, თუ რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ, რამდეანდ ხელშეუხებელი იქნება ჩვენი სუვერენიტეტი შეუქცევადად, რამდენად გარანტირებული იქნება ინდივიდუალური თავისუფლებები ჩვენი საზოგადოების წევრების, რამდენად იქნება ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად მზარდი და ინტეგრირებული ერთიანი ევროპული ბაზრის ნაწილი და არა პატარა ქვეყანა, რომელსაც მუდმივად საფრთხის ქვეშ უწევს ყოფნა იქედან გამომდინარე, რომ მის ერთ ერთ დიდ მეზობელს არ მოწონს მისი განვითარება და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა", - აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია