დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს დღეს "გაზპრომის" მთავარი აქციონერი ივანიშვილი მართავს
ავტორი:
2014/ივნისი/28 00:30:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს რუსეთის მხრიდან შანტაჟი სახეზეა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "კვირის თემაში" განაცხადა . ამით სააკაშვილმა უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ რუსეთმა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ოსეთის ანექსია.
"უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა პრობლემები ჰქონდა რუსეთს ჩვენთან მთელი ეს წლები. ის კი არ იყო მართლა, რომ მე პუტინს რაღაც დავუძახე. არასოდეს არაფერი მიკადრებია, ყოველ შემთხვევაში სანამ ოფიციალური პირი ვიყავი. მთავარი არსი იყო იმაში, რომ საქართველო გახდა პოპულარული მოდელი რეგიონისთვის. საქართველომ შექმნა პირველად კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფო, შეიქმნა ინსტიტუტები", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველო წამოაგოს რაღაც დაპირებებზე ან ნაწილობრივ დააშანტაჟოს.
"მე მგონი ჩვენ სკამარისი გამოცდილება დავაგროვეთ იმისათვის, რომ ერთმანეთთან ბოღმას, ბრძოლას არ გადავაყოლოთ ყველაფერი. მე მაგალითად საქართველოს მთავრობის მიმართ მინდა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები გამოვხატო, მიუხედავად ფუნდამენტურ საკითხებზე განსახვავებული აზროვნებისა. თუნდაც იმისთვის ვარ მადლობელი, რომ არ გააფუჭეს, რაც ჩვენ ავაშენეთ. კარგი იქნება თუ ევროკავშირთან მოლაპარაკების კუთხით საქართველოს მთავრობამაც მადლობა უთხრას იმ გუნდს, ვინც მთავარი სამუშაო გასწია. იქნება ეს ელენე ხოშტარია, გია ბარამიძე ვატო ლეჟავა, თამარ კოვზირიძე, სალომე სამადაშვილი, სხვები.
არ მინდა გამოვიდეს ისეთი მდგომარეობა, როგორც "კონკიას" ზღაპარშია. დედინაცვალმა კონკია სადღაც გადამალა და თვითონ თავის ქალიშვილს ჩააცვა კონკიას ფეხსაცმელი და ეუბნებოდა გინდათ თუ არა, ეს არის ნამდვილი პრინცესაო. ადგილი უნდა ჰქონდეს დედინაცვლის შვილსაც და კონკიასაც. კონკიას დამალვა არ გამოვა, არც გვერდზე გაწევა", - განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, დღეს როდესაც გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ხომ არ შეიცვალა თავისი აზრი საქართველოს ხელისუფლებაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დღეს მართავს "გაზპრომის" მთავარი აქციონერი.
"მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ. 2012 წელს გაიმარჯვა "გაზპრომის" მთავარმა, კერძო აქციონერმა. ეს არის ფაქტი და გინდა ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ, გინდა ისეთი. "გაზპრომს" რა კავშირი აქვს პუტინთან, ყველამ კარგად ვიცით. ქართველ ხალხს არ მიუცია ხმა 2012 წელს პუტინისთვის, მან მისცა ხმა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს მთავრობამ და "გაზპრომის" მთავარმა აქციონერმა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ის ყოველთვის, საქართველოს ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის "გაზპრომის" აქციონერების მიერ დაკომპლექტებულს, დასჯის თუ რაღაც არ მოეწონება.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია