დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მიესალმება
ავტორი:
2014/ივნისი/27 18:00:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ისტორიულ დღეს სრულიად საქართველოს ულოცავს.
როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი იზიარებენ იმ საყოველთაო სიხარულს, რაც ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენითაა გამოწვეული.
"ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ევროპული ოჯახისკენ გადადგმული ეს ისტორიული ნაბიჯი აუცილებლად აისახება ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, თითოეული მოქალაქის და ქართული ბიზნესის კეთილდღეობაზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აცნობიერებს რა იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების პროცესი ქმნის საქართველოში მოღვაწე ბიზნეს კომპანიებისათვის, სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას და უწინდებურად მზადაა აქტიურად ჩაერთოს იმ ეკონომიკური თუ საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ევროპულ ოჯახში ინტერგაციას მოემსახურება", -აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია