დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ჭიკაიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება
ავტორი:
2014/ივნისი/26 21:30:02
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისს შეხვდება. შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე, სანაპირო დაცვის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სუფსის ცენტრში გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ალექსანდრე ჭიკაიძე და რაიმონდ ვეიონისი ხელს მოაწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, მეორე რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი დაესწრებიან.
მინისტრები ასევე მოინახულებენ ქალაქ ფოთში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას, დაათვალიერებენ გემთშემკეთებელ სახელოსნოსა და ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე მცურავი საშუალებების ზღვიდან ამოღებისთვის განკუთვნილ ესტაკადის მშენებლობას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია