დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო - აუცილებელი იყო პრემიების სისტემა ერთიან ლოგიკაში მოქცეულიყო
ავტორი:
2014/ივნისი/26 10:30:03
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აუცილებელი იყო პრემიების სისტემა ერთიან ლოგიკაში მოქცეულიყო.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. დღევანდელ სხდომაზე სწორედ პრემიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტს განიხილავენ.
"აუცილებელი იყო პრემიების სისტემა მოქცეულიყო ერთიან ლოგიკაში და არ იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ეს რეგულაცია მთავრობის სხდომაზე განიხილება, გვექნება დისკუსია, მსჯელობა რა ფორმით იქნება მთავრობის გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ცალსახად ვადასტურებ, რომ სწორია ეს თემა ერთიან ლოგიკაში იყოს მოქცეული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებას "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საჯარო სამსახურის ბიუროს თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავა წარმოადგენს. მთავრობის კანცელარიისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, პრემიის გაცემა ერთჯერადად შესაძლებელია მხოლოდ ხელფასის ოდენობით, ხოლო წლის განმავლობაში პრემიის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კვარტალში ერთხელ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის ოდენობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია