დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება
ავტორი:
2014/ივნისი/25 19:00:02
29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით , ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, 2014 წლის 29 ივნისს შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება:
№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;
№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;
№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;
№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;
№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;
№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;
№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;
№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია