დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რაიმონდ ვეიონისი - იმედი გვაქვს, საქართველო მიიღებს MAP-ს და ლატვია სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ
ავტორი:
2014/ივნისი/25 16:00:04
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს და ლატვია გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა , რაიმონდ ვეიონისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
რაიმონდ ვეიონისმა აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
"ნებისმიერ ორგანიზაციაში შესვლამდე ქვეყანამ გარკვეული მოთხოვნები უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა. ლატვიის შემთხვევაში, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი. საქართველომაც უნდა გააგრძელოს რეფორმების გზა. აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს კარგად განვითარებული დემოკრატიული მმართველობა, ჰყავდეს ძლიერი ჯარი და ეს განვითარება არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოების მხარდაჭერითაც უნდა ხორციელდებოდეს. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი ქვეყნებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას. უელსის სამიტზე გამოჩნდება ნატო-ში გაწევრიანების გეგმის შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს და ლატვია გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია განვითარებული არმიისა და დემოკრატიული საზოგადოების ყოლა.
ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია. ამას სჭირდება დრო. ლატვიას 8 წელი დასჭირდა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო. ჩვენც მუდმივად ველოდებოდით პოზიტიურ გადაწყვეტილებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველომ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გააკეთა და იმედი მაქვს, რომ მიაღწევს საბოლოო მიზანს. თქვენი მინისტრი ყველაფერს აკეთებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის. პრობლემა ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ორგანიზაციას მრავალი წევრი ქვეყანა ჰყავს და საჭიროა ყველა ამ ქვეყნის კონსენსუსი. დარწმუნებული ვარ საქართველო წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია