დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების საქმეში პროგრესი არის
ავტორი:
2014/ივნისი/25 09:30:02
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების საქმეში პროგრესი არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
მისი თქმით, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებით ის ბოლოს დაახლოებით ათი დღის წინ დაინტერესდა.
"დაახლოებით ათი დღის წინ მე კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ საქმით. რეგულარულად ვინტერესდები. პროგრესი არის, მაგრამ არა გადამწყვეტი, მე ვერ ვიტყვი, რომ საქმის გახსნამდე ცოტაღაა დარჩენილი, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული პროგრესი არის. ეს არ არის ის კონდიცია, რომ ვთქვათ ცოტაა დარჩენილი საქმის გახსნამდე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია