დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რიჩარ ნორლანდი - ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ერთეულებად
ავტორი:
2014/ივნისი/24 15:30:03
სჯობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა იპოვონ გზები და ითანამშრომლონ, იმ საშინელი სიღარიბის შესამცირებლად, რომელიც რეგიონში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ერთეულებად, ამიტომ არ გვესმის რა მნიშვლნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ რეფერენდუმს. სჯობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა იპოვონ გზები და ითანამშრომლონ იმ საშინელი სიღარიბის შესამცირებლად, რომელიც რეგიონში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს", - აშშ-ს ელჩმა საქართველოში


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია