დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - შავი ზღვა ხდება სულ უფრო მზარდი სატრანსპორტო კორიდორების სივრცე
ავტორი:
2014/ივნისი/24 15:00:03
შავი ზღვა ხდება სულ უფრო მზარდი სატრანსპორტო კორიდორების სივრცე და ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ახალ აბრეშუმის გზასთანაც , - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ფოთში განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი შედგა.
ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.
დღესვე ალექსანდრე ჭიკაიძემ და ამერიკის ელჩმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ "სუფსას" ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. აღნიშნული ცენტრი, რომელიც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინებელი ორგანოა, სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. ცენტრის მთავარი ამოცანაა, საქართველოს საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც საქართველოს, ისე მთელს რეგიონს.
"აქ ვიმყოფები ამერიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო პირებთან ერთად, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვეთანამშრომლა და ხელი შეგვეწყო საქართველოს მთავრობისთვის, რადგან მას ჰქონდეს სრული სურათი რაც უზრუნველყოფს უკეთესად უსაფრთხოებას. შავი ზღვა ხდება სულ უფრო მზარდი სატრანსპორტო კორიდორების სივრცე და ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან, ეს დაკავშირებულია ახალ აბრეშუმის გზასთანაც. პარასკევს, საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს უფრო ახლოს მოიყვანს ევროპასაც შავი ზღვის რეგიონის ამ ნაწილთან, რასაკვირველია, ასეთი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს, რომ სატვირთო გადაზიდვები უფრო უსაფრთხო გახდეს, და ასევე სავაჭრო გზებიც, რაც მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
განცხადება შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც გააკეთა.
"ჩემთვის პრიორიტეტი იყო სასაზღვრო და სანაპირო პოლიცია. მის განვითარებას ვუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, ამას რესურსი სჭირდება, ნაწილი ჩვენი სახსრებიდან ფინანსდება, სანაპირო დაცვისთვის კი ამერიკული მხარე დაგვეხმარა. მათი დაფინანსებით მოხდა ინფრასტრუქტურის განვითარება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ "სუფსას" ტერიტორიაზე, ცენტრის გახსნას, საქართველოს იმდროინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 2013 წელს ჩაუყარეს საძირკველი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია